26 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
ძლიერი ხანძარი კოვიდკლინიკაში - ინდოეთში ცეცხლმა სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში მდებარე საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა - "როიტერსის" ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. 

ხანძარი გუჯარათის შტატში, კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პარასკევს ღამით გაჩნდა. 

ხანძარმა 16 პაციენტი და 2 მედპერსონალი იმსხვერპლა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. 

ადგილობრივი ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პალატები ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. 

"ცეცხლის გამო საშინელი ქაოსი ატყდა... მედპერსონალმა ჩემი ოჯახის წევრები შენობიდან გარეთ გამოიყვანა და ისინი სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ," - ჰყვება პარტ განდი, რომლის ორი ოჯახის წევრი ხანძარს გადაურჩა. 

ინდოეთის ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსის კრიზისის მართვა უჭირს. ინფექციამ ქვეყანაში 211 853 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურდა ვირუსის 19 მლნ-ზე მეტი შემთხვევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები