20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
ნებისმიერი ვაქცინა სიკვდილისგან 100%-ით იცავს - სპეციალისტების თქმით, ვაქცინა ახალი შტამების პრევენციასაც ახდენს

პანდემიის დასრულება ვაქცინაციით იწყება, თუმცა მცდარია მოლოდინი, რომ ვაქცინირებული ადამიანი კოვიდით არ დაინფიცირდება. 

"ნებისმიერ ვაქცინას - "ასტრაზენეკას", "სინოფარმს" და ა.შ სიკვდილიანობისგან 100%-იანი დაცვა გააჩნია. ვაქცინა არა მარტო გვიცავს ჩვენ დაავადებისგან, არამედ ის პრევენციას აკეთებს, რომ ახალმა მუტაციურმა შტამმა არ დაისადგუროს," - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

არსებული ვირუსების პარალელურად, მსოფლიო კორონავირუსის ახალ - ინდურ შტამს ებრძვის, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას ბევრად სწრაფად შეუძლია სამიზნე ორგანოს დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფექციონისტები გვირჩევენ, არ ვთქვათ უარი იმუნიზაციაზე და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე.

მასობრივი ვაქცინაციით ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვების სიცოცხლესაც - საერთაშორისო ინსტიტუტების გამოთვლებით, საქართველოში ყოველი 300 ვაქცინირებული 1 გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის.

 

ავტორი : ნინი ფუტკარაძე

დღის ამბები