17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ინდოეთში ჟანგბადის დეფიციტია, უახლოეს დღეებში კი ინფიცირებულთა ზრდას ელოდებიან - ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა

ინდოეთში ეპიდვითარება კვლავ უმძიმესია. "კურიერი" ინდოეთში მცხოვრებ ქართველს - თამარ ლაშაურს ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქვეყანას ჟანგბადის დეფიციტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს პერიოდულად ქვეყნები სხვადასხვა დახმარებას უგზავნიან, ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად ეს საკმარისი არ არის.

ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 30 ათასს აჭარბებს. ქვეყანაში გუშინ კორონავირუსით 3689 პირი გარდაიცვალა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დიდ ქალაქებში - დელიში და მუმბაიშია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც იზრდება.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფიქრობენ, რომ 2-3 კვირის ვადაში უფრო მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. მაგრამ ვფიქრობ დაიკლებს, რადგან მოსახლეობა ცდილობს, რომ ორმაგი პირბადით იარონ. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია - დელიში და მუმბაიშია. მოსახლეობა ინფიცირების სწრაფ გავრცელებას ხალხმრავლობას უკავშირებს," - აცხადებს თამარ ლაშაური.

დღის ამბები