19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს - საქართველომ მსოფლიო COVID-რუკაზე აღმასვლა დაიწყო

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს - 2 171 ინფიცირებული და 24 გარდაცვლილი. 5 იანვრის შემდეგ ასეთი მძიმე სტატისტიკა არ ყოფილა.

აშკარაა, რომ კორონავირუსის ახალი პიკი და ყველაზე რთული თვე მაისი იქნება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 8%-ს აღწევს, იზრდება ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობაც.

ყველაზე დიდი წითელი ზონა საქართველოში ისევ თბილისია, შესაბამისად ყველაზე მეტად გადატვირთული სწორედ დედაქალაქის კლინიკებია. საქართველომ მსოფლიო რუკაზე კვლავ დაიწყო აღმასვლა.

მილიონ მოსახლეზე 80 ათასი ინფიცირებულით საქართველო 220 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 24-ე ადგილზეა. ამ წუთისთვის საქართველოში 15 ათას ადამიანს COVID-19-ის აქტიური ფაზა აქვს.

ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შესაძლოა უახლოეს პერიოდში უფრო გაიზარდოს. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ პიკს მაისის შუა რიცხვებში ელოდებიან.

ინფიცირების ზრდა სამედიცინო დაწესებულებებზეც აისახა, პაციენტების გაზრდილი მიმართვიანობის გამო კლინიკებში იზრდება საწოლფონდებიც. 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული მთავრობამ რეგულაციები გაამკაცროს.

დაემატება თუ არა ახალი შეზღუდვები უკვე არსებულ რეგულაციებს, ჯერჯერობით უცნობია. ეს მიმდინარე დღეების ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ გამკაცრება საკმარისი არ არის და აუცილებელია რეკომენდაციების შესრულებაც, მათ შორის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა.

დღის ამბები