ვაქცინაცია გრძელდება. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დეპუტატები აიცრნენ. მმართველი გუნდის 20-მდე წევრს ვაქცინაცია ძირითადად ჩინური მედიკამენტით "სინოფარმით" ჩუტარდათ. აცრილ დეპუტატებს შორის იყვნენ ნინო წილოსანი, ირაკლი სესიაშვილი, თამარ ტალიაშვილი, რატი იონათამიშვილი და სხვები.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.