17 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ვაქცინაცია თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა - "ქართული ოცნების" დეპუტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინაცია გრძელდება, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარლამენტის წევრები აიცრნენ. მმართველი გუნდის 20-მდე დეპუტატს ვაქცინაცია ძირითადად ჩინური მედიკამენტით "სინოფარმით" ჩაუტარდა. ვაქცინაციის შემდგომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა პანდემიის დამარცხებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრეს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდეს.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი კამპანიის ფარგლებში ანტივაქსერულ მოძრაობებს გარკვეულწილად შევამცირებთ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია, ამიტომ თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა ეს პროცესი გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ქვეყანა პანდემიამდე არსებულ ცხოვრების რიტმს," - განაცხადა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

რატი იონათამიშვილი ვაქცინაციას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მოქალაქის პასუხისმგებლობად და ვალდებულებად აფასებს. 

"თითოეულმა ჩვენგანმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ვთქვათ პანდემიის დამარცხებაში და ამის ყველაზე ეფექტური გზა ეს არის ვაქცინის გაკეთება," -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები