08 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება სასულიერო პირებში - ფიზიკური ანგარიშსწორება ამჯერად რუის-ურბნისის ეპარქიაში მოხდა

ძალადობა რუის-ურბნისის ეპარქიაში, დეკანოზს ფიზიკურად სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მძღოლი შეეხო. ინციდენტი კი მოგვიანებით მეუფე იობთან გაირჩა.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი "კურიერთან" საუბრისას რუის-ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს.

სასულიერო პირი ყვება, რომ მას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად შეეხო.

დეკანოზის თქმით, ეპარქიაში სტუმრად ჩასულმა, ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ უდიერი განწყობა თავდაპირველად თავად გამოხატა, რის შემდეგაც სასულიერო პირის მძღოლმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე არ საუბრობენ რუის-ურბნისის ეპარქიაში. დედა თამარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არ იცის და პირად საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს.

მედიასთან არ გამოჩენილა თავად სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი. "კურიერის" ინფორმაციით, ის ბაღდათში, მეუფე ანტონის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც სტუმრად ჩავიდნენ სხვადასხვა ეპარქიებიდან მაღალი იერარქიის პირებიც. მეუფეს იუბილეზე მისულ სასულიერო პირებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

დღის ამბები