26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
სად შეიძლება შედგეს ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა - გავლენიანი მედიები 2 ადგილს ასახელებენ

ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს ივნისში შეხვდება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი აცხადებს, ჯერჯერობით შეხვედრის კონკრეტული ადგილი და დრო განსაზღვრული არ არის, თუმცა საკითხზე მუშაობა დაწყებულია.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა გავლენიანი მედია საშუალება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ჩეხეთსა და ისალანდიას მოიაზრებს. ისლანდიას მსგავსი სამიტის გამართვის გამოცდილება გააჩნია. 1986 წელს სწორედ ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში გაიმართა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან მიხეილ გორბაჩოვსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის შეხვედრა.

დღის ამბები