9 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run 2021 წელს Wings for Life World Run-ის აპლიკაციით ჩატარდება.
პანდემიის გამო, წელს ღონნისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. საქართველოში გარბენში, დაახლოებით, 1600 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ეს უნიკალური საქველმოქმედო გარბენი აერთიანებს 6 კონტინენტს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.