07 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
დატბორილი და დასეტყვილი სოფლები - რა ფორმით დაეხმარებიან რეგიონებში დაზარალებულ მოსახლეობას

სტიქიამ რეგიონებში პრობლემები შექმნა - დატბორილია გორის რაიონის რამდენიმე სოფელი. ატენის ხეობაში წყალმა გზები დატბორა. სეტყვა იყო ახმეტის რაიონშიც.

ძლიერმა წვიმამ ყიყიშვილების ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა. ახმეტის რაიონში მცხოვრებნი თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ, უხვმა ნალექმა კი მათი კარ-მიდამო გაანადგურა.

ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო ზიანი ახმეტის რაიონის სამ სოფელს მიადგა. სეტყვამ სოფელ არგოხსამაღრაანსა და ფიჩხოვანში ვენახები და ნათესები დააზიანა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელშიც, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო.

სოფელ ატენში წყალმა კლდის ფენა გზაზე ჩამოიტანა და ცენტრალური გზა ჩახერგა. ატენის ხეობაში გზის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. სეტყვის შედეგად დაზიანებული გზის გახსნა რამდენიმე საათში მოხერხდა.

რა ფორმით მოხდება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ზარალის დათვლის შემდგომ გახდება ცნობილი.

დღის ამბები