08 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
ვაქცინაცია დრაკულას სასახლეში - ექიმები ვიზიტორებს "ფაიზერით" აცრას სთავაზობენ

დრაკულას სასახლეში ვიზიტორებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ცრიან, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ექიმები "ფაიზერით" აცრას სთავაზობენ ყველას, ვინც რუმინეთში მდებარე 14-ე საუკუნის სასახლეს ესტუმრება. 

ასეთი სახით მთავრობა მოქალაქეების ვაქცინაციისთვის წახალისებას ცდილობს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუმინეთში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა თითქმის 29 000 ადამიანი. 

ქვეყნის ხელისუფლებას სურს სექტემბრამდე 10 მლნ ადამიანი აცრას, თუმცა რუმინელების თითქმის ნახევარი ვაქცინაციაზე უარს ამბობს.

დღის ამბები