17 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
როდის შედგება ნიკა მელიას სასამართლო სხდომა - სხდომის ზუსტი თარიღი დღეს გახდება ცნობილი

როდის შედგება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომის ზუსტი დრო დღეს დილით უნდა გამოაცხადოს.

ევროკავშირის მიერ მელიასთვის გადახდილი გირაოს შემდეგ პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა.

40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. ევროკავშირის თხოვნით, თანხა ბიუჯეტში საიას გავლით გადაირიცხა.

ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.

დღის ამბები