ფოთში, ქალაქის ცენტრში, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეხვედრა გაიმართა. "რიონის მცველების" შეხვედრას ფოთელი აქტივისტებიც შეუერთდნენ.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მოქალაქეების ინფორმირებულობას ემსახურება.
როგორც გოლეთიანმა განმარტა,ადამიანებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ და მსგავსი შეხვედრები საქართველოს მასშტაბით მხოლოდ მათ ინფორმირებულობას ემსახურება.
დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 23 მაისს თბილისში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ და შეკრებილებს თანადგომისკენ მოუწოდეს.