უბედური შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში - არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვანს თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა. დედამ კი ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში იპოვა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.