19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"პროფესიონალი მატყუარა რომ არის დაამტკიცა" - ჭყონდიდელი სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს "ღამის კურიერში" გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

ჭყონდიდელი სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს "ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან.

მამა დანიელი და მამა ათინოგენი, რომელთაც მიტროპოლიტმა სხვადასხვა სასჯელი დაადო, მას სიცრუეში ადანაშაულებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ, მისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები გასცეს.

"სტეფანეს გუშინდელმა განცხადებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და თავისი უტიფრობა გამოაჩინა. პროფესიონალი მატყუარა რომ არის დაამტკიცა.

არანაირი ამბოხი ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, ჩვენ მივედით კრებაზე, დავსვით საკითხი და ეს ჩვენი დასმული კითხვებია პრობლემა და პასუხები რომ არ აქვთ, ეს აშფოთებთ ამათ. მე მას აღსარება ჩავაბარე, რომლის მერეც განცხადება გააკეთა ტელევიზიაში და გამოფინა სააშკარაოდ," - განაცხადა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა მამა დანიელმა.

ყოფილი არქიმანდრიტი მამა ათინოგენი კი, მიტროპოლიტ სტეფანეს არაკანონიკურად დასმულ მეუფეს უწოდებს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ეკლესიაში განხეთქილების მცდელობაში და სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები