24 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
40 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისის ღამეს საქართველო ფეხბურთმა გააერთიანა

40 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან - ზუსტად 40 წელი გავიდა დუსელდორფის "რაინშტადიონზე" გამართული ფინალური შეხვედრიდან, რის შედეგადაც, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის "დინამომ"ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 

1981 წლის 13 მაისის ღამეს საქართველო ფეხბურთმა გააერთიანა, ხალხმრავლობის მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით დანაშაული არ მომხდარა. 

დიუსელდორფში გამართულ ფინალს 9 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო 63 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა ჯერ შენგელიას გადაცემით გუცაევმა გაათანაბრა, 87 წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების მომტანი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები