20 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
ბათუმში 2 გვამი იპოვეს - მამაკაცმა სავარაუდოდ ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი მე-19 სართულიდან გადახტა

ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 გვამი იპოვეს - გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა უზბეკეთის მოქალაქე ქალი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თურქეთის მოქალაქე მამაკაცი, სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადახტა. ქალის გვამი სწორედ იმ ბინაში იპოვეს საიდანაც მამაკაცი გადახტა.

შემთხვევა კობალაძის 8-ში დღეს დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 115 მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

დღის ამბები