19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"მკვეთრად იმატა მსურველების რიცხვმა, განსაკუთრებით Sinopharm-ზე" - რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის 25 კაბინეტი მუშაობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, კლინიკაში 25 ვაქცინაციის კაბინეტია და დღეში დაახლოებით 1 000-მდე აცრა ტარდება.

"მკვეთრად იმატა მსურველების რიცხვმა, განსაკუთრებით Sinopharm-ზე. ჩვენ ახლა 25 ვაქცინაციის კაბინეტით. თუ საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 4 000-მდე, 1 000-მდე აცრა მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს.

ვფიქრობ, რომ თუ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დაიძრა და მალე ალბათ გავალთ იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენთვის სამიზნეა," - განაცხადა უგრეხელიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას. 

დღის ამბები