ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მათ შორის, საქართველოს 15 000 დოზას გადასცემს.
ლიეტუვას გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ლიეტუვას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 000 დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია," - წერს Twitter-ზე ზალკალიანი.