26 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
ჩინეთს 100-კმ სიჩქარით მოძრავმა ტორნადომ გადაუარა - დაღუპულია 12 ადამიანი დაშავდა 300-ზე მეტი

ჩინეთს ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი. განსაკუთრებული ზიანი ტორნადომ ჰუბეის პროვინციაში , ქალაქ უჰანში გამოიწვია, სადაც სრულად განადგურდა 30-მდე საცხოვრებელი სახლი, 400-ზე მეტი კი დაზიანდა.

ქარის გადაადგილების სიჩქარე 100 კილომეტრ-საათში იყო. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და მოგლიჯა ელექტრო გადამცემი სადენები. მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დღის ამბები