25 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
საიამ პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა

საიამ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1441-3 მუხლებზე - წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებიც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ასევე დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას. 

საიაში განმარტავენ, რომ საქართველოში უკვე წლებია პრობლემაა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების არასწორი კვალიფიკაციით წარმართვა.

"ქართული ოცნების დოკუმენტში არის ჩანაწერი 333-ე მუხლის ამნისტირებასთან მიმართებით. იქ არის ყველა დანაშაულის ამნისტირება, უბრალოდ გამორიცხულია წამება, არაადამიანური მოპყრობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანება. თუმცა აქ არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს ერთი გამოძება, თან მეორე საკითხი არის ის, რომ 144-ე ტეცია ანუ არაადამიანური მოპყრობასა და 333-ე  მუხლის მე-3 ნაწილის ბ და გ ქვე პუნქტებს შორის არის ერთგვარი სამართლებრივი პრობლემა. არასწორი კვალიფიკაციით არის აქ გამოძიება დაწყებული და შესაბამისად ეს არასწორი კვალიფიკაცია პრაქტიკულად განაპირობებს იმას, რომ ამნისტია შესაძლებელია გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებმაც კონვენციური დანაშაული ჩაიდინეს," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა. 

დღის ამბები