19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - კულტურის სამინისტრო ამ თარიღს მნიშვნელოვანი სიახლეებით აღნიშნავს

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ განცხადება გააკეთა.

პირველი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის, სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციისა და სხვა სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 50-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება. ისინი პირველ ეტაპზე მუზეუმში დაცულ ექსპონატებს აღნუსხავენ. 

მეორე სიახლე კი ეროვნული გალერეას ე.წ. ცისფერი გალერეას ეხება. ის იხსნება მხატვრებისათვის რაც იმას ნიშნავს, რომ გალერეაში კვლავ იქნება შესაძლებელი როგორც ცნობილი, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების გამოფენების მოწყობა.

დღის ამბები