12 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
21 გარდაცვლილი და 1104 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 1104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით 334705 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას  4540 ადამიანი ემსხვერპლა. 

განახლდა გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც - კორონავირუსი დაამარცხა 1603​-მა ადამიანმა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 315254 შეადგინა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29032, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  16256, PCR  ტესტით - 12776.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,8%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,03%.

დღის ამბები