08 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე თეირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე, თეირანის მიმართ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული. ირანის ლიდერის თქმით, გადაწყვეტილება ნავთობის, გადაზიდვების, სადაზღვეო და საბანკო სექტორების მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე მიიღეს.

უკვე 6 კვირაა ირანის ატომური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვენაში მიმდინარეობს. მოლაპარაკების პროცესში ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. 

დღის ამბები