08 მაისი 2024,   01:57
ვრცლად
ამ წუთებში თელ-ავივში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საომარი მოქმედებების შეწყვეტას განიხილავენ

საომარი მოქმედებების მე-10 დღე ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, მშვიდობის დამყარების პირველი დღე გახდეს. ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ისრაელი მთელი დღის განმავლობაში დუმდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში თელ-ავივში მიმდინარეობს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საომარი მოქმედებების შეწყვეტას განიხილავენ.

არაბული წყაროები ირწმუნებიან, რომ ისრაელი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. თავის მხრივ, გერმანიაში აცხადებენ, რომ თანახმაა პალესტინაც.

თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს უცხადებდა, რომ სარაკეტო იერიშების შეჩერებას ჰამასის ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებამდე არ აპირებდა.

დღის ამბები