19 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
ალბერტ აინშტაინის წერილი, E=mc2 ფორმულით, 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

აუქციონმა, სადაც აინშტაინის ხელით დაწერილი ფორმულა, E=mc2 იყო წარდგენილი, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მოსალოდნელ ფასზე 3-ჯერ ძვირად, 1.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ფორმულა პირველად სამეცნიერო გაზეთში, 1905 წელს გამოქვეყნდა. გამოთვლა  მასის და ენერგიის ცვალებადობას/თანაფარდობას აღნიშნავს.

"ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როგორც ჰოლოგრაფიის, ისე ფიზიკისთვის" - აცხადებს RR აუქციონის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

დღის ამბები