11 მაისი 2024,   16:53
ვრცლად
ზუგდიდში დაყაჩაღებული პენსიონერის მდგომარეობა მძიმეა - მას სამი ნეკნის და მკერდის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში პენსიონერი ქალი დააყაჩაღეს, ის სახლში მარტო ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ქალი თითქმის 20 საათის განმავლობაში დაბმული იყო. დაზარალებული, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

სახლიდან წაღებულია 80 ლარი. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული 179-ე (ყაჩაღობა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

"ღამე გარეთ გასულა და იყვირა,  მეზობლებმა გახსნეს დაბმული. მთელი ღამე  ყოფილა დაბმული.ძლივს ლაპარაკობდაო, სისხლი მოდიოდა სახიდან, ნაცემი იყო ალბათ," - აცხადებს მეზობელი.

ექიმის განცხადებით ქალს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი, ფილტვები დაჟეჟილი და აღენიშნება მკერდის ძვლის მოტეხილობა.

"ავადმყოფის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მძიმე. იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში,"  - აცხადებს ექიმი.

ამავე თემაზე
დღის ამბები