არის თუ არა ვაქცინები ეფექტური კორონავირუსის ახალ შტამებზე - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ავტორიზებული ვაქცინა ეფექტურია დღეს არსებულ ყველა შტამზე.
"დღევანდელი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხდვით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა პასუხობს არსებულ მოთხოვნებს მაგრამ რა ხარისხით ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები. ბრიტანული შტამის ვარიანტი, რაც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, ასევე, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამი, უნდა აღინიშნოს, რომ ამ 2 ვარიანტზე ვაქცინა მუშაობს," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.