19 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია.

უწყება გავრცელებულ განცახდებაში მხარეებს ინციდენტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდებს.

აზერბაიჯანს კი ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ახსენებს და დაკავებული 6 სომეხი სამხედროს გათვისუფლებას სთხოვს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში, ნებისმიერ გადაადგილებას ისინი პროვოკაციულ ქმედებად განიხილავენ.

გუშინ გეგარკუნიკის რეგიონში აზერბიაჯენულმა მხარემ 6 სომეხი ჯარისკაცი დააკავა.

დღის ამბები