18 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ერთი თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბავშვის მამა დააკავეს - ინგლისში მომხდარი საზარელი შემთხვევა

გასული წლის 9 მაისს, ინგლისში, კერძოდ კი ბერკშირში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დახმარება 1 თვის კოლბი ლოუტონს სჭირდებოდა, რომელიც გულის უკმარისობის დიაგნოზით იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

პოლიციამ გამოძიება მკვლელობის მუხლით აღძრა. საქმეზე ბავშვის მამა, 27 წლის ჯეიმს ლოუტონი და და მისი 25 წლის მეგობარი გოგო დააკავეს, რომელებიც მოგვიანებით მტკიცებულებების არ ქონის გამო გამოუშვეს.

სამართალდამცველებმა ჩვილის გარდაცვალებიდან 12 თვის შემდეგ ჯეიმსი ხელმეორედ დააკავეს. მას ამჟამად ბრალი უკვე საკუთარი შვილისთვის სერიოზული ფიზიკური ზიანის განზრახ მიყენებაში ედება, რომელმაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია.

1 თვის კოლბი ლოუტონის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო ახლო მომავალში გაიმართება. 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები