19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
გუმათში "ხმაურის აქცია" დაიწყო - აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას ერთი პირის დაკავება მოჰყვა 

სოფელ გუმათში ხმაურის აქცია დაიწყო. პროტესტის მონაწილეები პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს ხელებს ურტყამენ.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება დაიძაბა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, სავარაუდოდ დაკავებულია ერთი ადამიანი.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას აპირებენ.

"დაზიანებებზე ხომ არ მიდის არავინ, არც სადმე არ იჭრება. აქ არის უბრალოდ ხეობაში გავლაზე, ანუ იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ დავდივართ ზოგადად. არ გვაძლევენ უფლებას იმიტომ რომ არის კომპანიის საკუთრება, მთლიანი რიონის ხეობა და გავლის საშუალებას არ გვაძლევენ. ამ უსამართლობის შეგუება და ამის ესე აღიარება ჩვენგან არის წარმოუდგენელი.

არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონი ერთი ადამიანია დაკავებული," - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

დღის ამბები