რა საიდუმლოს ინახავს წალკა. მიწიდან 7 მეტრის სიღრმეში ადგილობრივებმა სრულიად შემთხვევით, სამალავი აღმოაჩინეს. სატვირთო მანქანას, რომელსაც თბილისში გასაყიდად კარტოფილი მიჰქონდა, საბურავი გზის ნაპირზე, ქვებში ჩაეჭედა. რკინის ლომებით საბურავის გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივებმა მიწის ქვეშ სივრცე შენიშნეს.
წალკელებმა ადგილზე კიბე მიიტანეს და რამდენიმე მამაკაცი მიწის ქვეშ დაეშვა. გაირკვა, რომ სოფელ ახალშენის ქვეშ საიდუმლო გვირაბი და დარბაზია.
რაც ყველაზე საინტერესოა, ჯერ არავინ იცის სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა გვირაბი, რომელიც სავარაუდოდ დღეს წყლით დაფარული ისტორიული წალკის ტერიტორიას, რომელიმე სტრატეგიულ ობიექტთან აკავშირებდა.