სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რუსთავში - მაშველებისგან და მყვინთავებისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი 50 წლამდე მამაკაცს წყლის არხში და მიმდებარე ტერიტორიაზე მე-2 დღეა ეძებს.
წინასწარი ინფორმაციით, ის წყალში თევზაობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.
აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის არხში 40-მდე მაშველი მუშაობს.
მაშველებმა წყლის დონე ხელოვნურად დაწიეს.
"თევზი მოდიოდა, ხელით იჭერდნენ და გადავარდა. წყალი ადიდებული იყო და მაშველებმა წყალი დააშრეს," - განაცხადა დაკარგული მამაკაცის ახლობელმა.