რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს აწვებიან და ე.წ. ხმაურის აქციას აწყობენ.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.
რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაკავებულია 1 ადამიანი.
"პოლიციას მოვუწოდებთ, რომ ეს ადამიანი გამოუშვას. მას იმაზე მეტი არ გაუკეთებია, რაც სხვებმა გავაკეთეთ აქ. იწვევს განსაკუთრებულ დაძაბულობას როცა არ უშვებენ, მით უმეტეს, არის ნაცემი, ვნახეთ, რომ დაარტყეს," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა "კურიერთან" საუბრისას.