19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

ამ წუთებში სოფელ გუმათში ვითარება ისევ დაძაბულია. აქციის მონაწილეთა ნაწილი რკინის ბარიკადებისგან ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობს, ნაწილი კი საპოლიციო ძალას ეწინააღმდეგება.

"რიონის ხეობის მცველები" იმ ტერიტორიაზე ცდილობენ გადასვლას, სადაც ჰესის ტექნიკური და მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. მობილიზებულია პოლიცია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები