17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
2021 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8% შეადგინა - საქსტატი

2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 44.8% შეადგინა, ხოლო წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1%-ია- ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებაა.

საქსტატის ცნობით, შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგში.

დღის ამბები