09 სექტემბერი 2026,   02:50
ვრცლად
ნამახვანჰესის პროტეტსტს გუმათში ტაქსისი მძღოლები შეუერთდნენ

რიონის ხეობაში, ცოტა ხნის წინ, ტაქსის მძღოლები ჩავიდნენ და პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რჩებიან, ისინი ოთხ ადგილას არიან მობილიზებულები და კომპანია "ენკას" ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები ყველანაირი სამუშაოს შეჩერებას მოითხოვენ. აქტივისტები დღეს "ხმაურის აქციის" გამართვასაც გეგმავენ. 

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი უკვე 219 დღეა რაც გრძელდება. 

დღის ამბები