20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული 8 ახალგაზრდიდან 2 კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი 8 პაციენტიდან კლინიკაში ოთხი რჩება. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"სულ შემოყვანილი იქნა 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში დაესვათ დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი. 8-დან 4-ის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე და ისინი მოთავსდნენ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ხოლო დანარჩები 4 ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და  ამ დილით გაეწერნენ ბინაზე. რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტიდან 2 იმყოფება მართვით სუნთქვაზე," - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

დღის ამბები