19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"არასოდეს ჩიტიც არ მოუკლავს, უპატიოსნესი ბიჭია, 200 მეტრიდან აქვს ნასროლი კოჭში" - ქუთაისში დაჭრილი სამხედროს დედა

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო პირია, ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ამოიცნო. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ფეხში, სავარაუდოდ, ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მას უცნობი პირები მოსდევდნენ, დაჭრილი მამაკაცი აივნის ქვეშ შევარდა.

ხმაურზე მოსახლეობა გავიდა და მათ აღმოუჩინეს დახმარება დაჭრილ მამაკაცს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირიც სამხედროა.

გარდა ამისა, დაჭრილის დედის თქმით, მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

"მე მინდა გაიგონ, რა მოხდა. ჩემი შვილი უდანაშაულოა, არასოდეს ჩიტიც არ მოუკლავს. უპატიოსნესი ბიჭია. ვის რა დაუშავა, რომ ავტომატი დააყარა ფეხებში?

გამოვიდა სამსახურიდან, მოხვდა კოჭშიო, 200 მეტრიდან აქვს ნასროლი, ის გაქცეულა," - განაცხადა დაჭრილის დედამ, მადონა ქათამაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილი მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. მას კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმ დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

დღის ამბები