08 მაისი 2024,   18:37
ვრცლად
დიდი შვიდეულის სახელმწიფოები მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის სახელმწიფოები მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრაზე შეთანხმდნენ. ისტორიული შეთანხმებით, საგადასახდო განაკვეთი 15% იქნება. ცვლილებამ შესაძლოა ისეთი კომპანიები დააზარალოს, როგორებიცაა ფეისბუქი, გუგლი და ამაზონი. ამ დროისთვის კომპანიებს ადგილობრივი ფილიალების შექმნის შესაძლებლობა აქვთ იმ ქვეყნებში, რომლებიც შედარებით დაბალ გადასახადებს სთავაზობენ.

თუ დიდ ოცეულზე ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ, მაშინ კომპანიები იმ ქვეყნებს გადაუხდიან გადასახდს სადაც პროდუქტს და მომსახურებას ყიდიან.

დღის ამბები