ივლისში მასობრივი იმუნიზაცია იწყება - არის თუ არა მზად ქვეყანა იმისთვის, რომ დღეში ათეულობით ათასი ადამიანი აცრას, პარალელურად, მოიძიოს ვაქცინის 4 მილიონი დოზა.
სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ამცრელი კაბინეტების გამოყოფა და პროცესში დამატებითი მედპერსონალის ჩართვა მოუწევს. არ არის გამორიცხული, დიდ ქალაქებში საველე კარვების გაშლაც გახდეს საჭირო.