08 მაისი 2024,   01:07
ვრცლად
ტურისტების მოლოდინში - კოვიდრეგულაციების გამო გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამს

დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამს. სასტუმროები ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ტურისტების მიერ ადგილები უკვე დაჯავშნილია. კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასტუმროები რეგულაციების სრული დაცვით მუშაობენ.

დედაქალაქის მსგავსად, ტურისტების ნაკადი არ წყდება რეგიონებშიც. ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაიზარდა როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტების რაოდენობა.

ტურისტების რაოდენობის მომატებას სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნას უკავშირებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას თქმით, აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთ-საქართველოს შორის და პირველი მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით 15 ივნისს დაიძვრება.

სიახლეა ის, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს საქართველოს საჭირო ინსტრუმენტებს მისცემს იმისათვის, რომ სწრაფად განავითაროს ტურიზმის ინდუსტრია პოსტკოვიდურ რეალობაში.

დღის ამბები