28 აპრილი 2024,   22:35
ვრცლად
შავად შეღებილი ფრჩხილების გამო მასწავლებლებმა არასრულწლოვანი სატანიზმში დაადანაშაულეს - რა მოხდა რუსეთის სკოლაში

რუსეთში, ქალაქ ბარნაულში სკოლაში ბიჭი შეღებილი ფრჩხილების გამო სატანიზმში დაადანაშაულეს. არტიომ ა.-ს ბადურის გენეტიკური დისტროფია აქვს. ამის გამო ის დაწყებით კლასებში  სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა, დამამთავრებელ წელს კი კვლავ სპეციალიზირებულ სკოლაში დაბრუნდა იმის გამო, რომ ერთიან სახელმწიფო გამოცდაზე სპეციალიზირებული საგამოცდო ბლანკი მიეღო.  თუმცა მის დაბრუნებას ყოფილი სკოლა შეშფოთებით შეხვდა.

ლიტერატურის გაკვეთილზე ოსტატი და მარგარიტა განიხილეს და არტიომმა განაცხადა რომ ის ათეისტი იყო. მასწავლებელმა კი ათეისტები სატანისტებთან გაიგივა. ამას დაემატა ისიც, რომ ერთხელ არტიომი, რომელიც რუსი რეპ-შემსრულებლის პიროკინეზისის კონცერტზე წასასვლელად ემზადებოდა, სკოლაში შავად შეღებილი ფრჩილებით მივიდა. ამ გარემოებების დამთხვევის გამო სკოლაში ჩათვალეს, რომ ბიჭი სატანას სცემდა თაყვანს და ამაში სხვებსაც ითრევდა, სკოლის ადმინისტრაცია ბიჭის დედას დაუკავშირდა და არტიომს პოლიციითაც დაემუქრნენ. ბიჭის დედის თქმით, წინასაგამოცდო პერიოდში მსგავსი სტრესის გამო შესაძლოა მის შვილს გამოცდაზე სერიოზული პრობლემა შეექმნას.

მედიაში ამ ამბის გავრცელების შემდეგ სკოლა ბრალდებას უარყოფს და აცხადებენ რომ მათ პრევენციისთვის მშობლების ინფორმირება სურდათ.

დღის ამბები