19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
31 გარდაცვლილი, 821 ინფიცირებული და 866 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 351 249 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ  866   კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა  335 895 გახდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4982-ია.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 38 478 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 864, PCR ტესტით -14 614.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.13%, ბოლო 14 დღის - 2.77%, ბოლო 7 დღის - 2.73%-ია.

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ - 184 718 პირია აცრილი. დღიურად აცრილია  5970 ადამიანი.

დღის ამბები