07 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქის და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ.კ-მ საქართველოში დააფუძნა უცხოური საწარმოს მსგავსი დასახელების იურიდიული პირი, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიშები გახსნა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

დღის ამბები