ევროპის ჩემპიონატის 60 წლისთავს UEFA გრანდიოზული და განსხვავებული პროექტით ხვდება. პირველად ფეხბურთის ისტორიაში კონტინენტის პირველობა 11 ქალაქში გაიმართება. ყველა მასპინძელ ქალაქში გულშემატკივრის დასწრება სტადიონის ტევადობის მინიმუმ 25%-ზეა ნებადართულია.
რომი, კოპენჰაგენი, ბუქარესტი, ამსტერდამი, ბუდაპეშტი, გლაზგო, ბაქო, ლონდონი, მიუნხენი, სევილია და სანკტ-პეტერბურგი. ერთი თვის განმავლობაში 24 გუნდი ევროპის ჩემპიონის წოდებისთვის იბრძოლებს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი