თელასი მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს, მათი ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო ხვალ, 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების და რომანოზ ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II, IIა მიკრორაიონების და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, სულაკაურის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამრეკელის, კუტუზოვის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია თელასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.