02 სექტემბერი 2026,   19:29
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - ცემის შედეგად გარდაცვლილი ირაკლი ჭკადუას ოჯახი რაიონულ სასამართლოსთან აქციას მართავს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, გასული წლის სექტემბერში, ნაცემი და შემდეგ დაღუპული ირაკლი ჭკადუას ოჯახი საქმეზე დაკავებული პირისთვის სასჯელის ოდენობას აპროტესტებს.

მათი თქმით, საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთს 10, მეორეს კი მხოლოდ 1 წელი მიესაჯა.

გარდაცვლილის ახლობლები მოსამართლე შოთა ბიჭიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. 

 

დღის ამბები