27 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
მეცნიერების ახალი აღმოჩენა დაბერების წინააღმდეგ - როგორ ხდება უჯრედის "გადატვირთვას", რის შემდეგაც ადამიანის სიცოცხლე 180-წლამდე ხანგრძლივდება

ბიოჰაკერობა - ეს ტერმინი საკმაოდ ვრცელ თემას მოიცავს. ადამიანები წლების მანძილზე იკვლევენ თავიანთ სხეულს, რეფლექსს, დაბერებისა და გაახალგაზრდავების პროცესს, ბოლო დროს, სულ უფრო მეტი მანიპულაციის საშუალება ჩნდება მცირე, თუ მძლავრი ჩარევების შედეგად ადამიანებმა სხეულის დაბერების პროცესი შეაჩერონ და გაახალგაზრდავდნენ.

სიცოცხლის გახანგრძლივების იდეა ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ გასული საუკუნეების ტექნოლოგიური მიღწევებით უბრალოდ შეუძლებელი იყო მსგავსი სახის წინსვლა.

დეივ ასპრი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც ბიოჰაკერობის ფუძემდებელად მიიჩნევა. იგი BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ხსნის და განმარტავს მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები 180 წლამდე იცოცხლებენ.

"მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი გამოგონებების მეშვეობით დავამარცხებთ დაბერების პროცესს," - ამბობს დეივ ასპრი.


ადამიანებს დაბადებისას გააჩნიათ უჯრედები "ახალგაზრდული" ინფორმაციით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის შენარჩუნებას და კარგავენ მათ. მეცნიერებმა კი აღმოვაჩინეთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ უჯრედის "გადატვირთვას" ინფორმაციული თვალსაზრისით. ეს კომპიუტერის გადატვირთვა-გასუფთავებას უფრო ჰგავს. პირველი ექსპერიმენტი საცდელ თაგვზე ჩატარდა. ასაკოვან თაგვს, რომელსაც მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული, ჩაუტარდა "გადატვირთვის" პროცედურა, რის შედეგადაც მას მხედველობა თითქმის სრულიად აღუდგა. ეს კი ყველაფრის დასაწყისია.

GDF11პროტეინია, რომელზეც, ამ თემაზე მომუშავე მეცნიერები აქტიურად საუბრობენ. ადამიანის დაბერებისას ეს პროტეინი ნელ-ნელა ქრება, იწურება სხეულში, მისი საჭირო დოზით სხეულში შეყვანას კი შეუძლია დაბერების პროცესს ხელი შეუშალოს და მწვავე დაავადებები თავიდან ააცილოს.

საბოლოოდ, მეცნიერების ამჟამინდელი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვიცხოვროთ და ვიკვებოთ ჯანსაღად, სხეულს შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული საცხოვრებელი პირობები, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები