08 მაისი 2024,   19:55
ვრცლად
დედამ ჩვილი ისე ძლიერად აჯანჯღარა, რომ ბავშვი გარდაიცვალა - ბრიტანეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ჩელსი ქათბერსონს ბრალი 6 კვირის შვილის მკვლელობაში ედება. 28 წლის ქალი არ აღიარებს მალაკაი ვოთსის მკვლელობას - ბავშვი ტვინის დაზიანებით სახლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ბავშვმა ტვინის დაზიანება, სავარაუდოდ, ძლიერი ჯანჯღარისგან მიიღო. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი თავის ქალის გარსი დაზიანებული იყო.

მალაკაი 2018 წლის შობას დაიბადა, მომხდარი ინციდენტისა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იგი კომაში ჩავარდა და საბოლოოდ, 6 თებერვალს გარდაიცვალა.

ჩელსი უარყოფს ყველანაირ ძალადობას შვილზე და უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.
ახალგაზრდა მშობლის სახლი თავიდან ბოლომდე გაიჩხრიკა, მაგრამ კანაფის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების კვალი ვერც მის სახლში და ვერც სისხლში ვერ იპოვეს.

თავად დედა ჩვენებაში წერს, რომ იგი მოსაწევად იყო გასული და როცა დაბრუნდა, ბავშვი აღარ სუნთქავდა.

საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები